კალათა 0
13.90 L
ყვავილები ელჯერნონისთვის

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474354

გვერდები: 320

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა თინათინ ხომერიკმა


დენიელ კიზი მოთამაშეა. „ყვავილები ელჯერნონისთვის“ – მრავალშრიანი თამაში. დასაწყისში მკითხველმა გონებრივად ჩამორჩენილი ჩარლის უთავბოლო ნაწერიდან აზრი უნდა გამოიტანოს. ოპერაციის შემდეგ ფსიქოანალიტიკური თვითკონსტრუქციის ინტელექტუალური თამაში იწყება – ჭეშმარიტების საძებნელად ჩარლი ანტიკური გმირების მსგავსად, საკუთარი ცნობიერების ქვესკნელში ჩადის. პარალელურად, კიზი ლიტერატურული ალუზიების თამაშს თამაშობს – დროდარდრო ნაცნობ სიუჟეტს, ან თხრობის მანერას იმიტირებს, რომელთა „გამოცნობა“ კითხვისას სიამოვნების არანაკლები წყაროა. დენიელ კიზის სისასტიკემდე გულწრფელი, ენისჩლექისგან სრულიად თავისუფალი მონათხრობის ერთ-ერთი უკანასკნელი მინიშნება კი ეს არის: „და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არ მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ“ (პავლე, „კორინთელთა მიმართ“; 12.2).

იხილეთ ასევე