სფუნ რივერის ანთოლოგია

ედგარ ლი მასტერსი

₾ 12.00 ₾ 19.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317460
გვერდები 352
ფორმატი 13.5/20.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ედგარ ლი მასტერსის სფუნ რივერი, მართალია, სივრცის თვალსაზრისით ერთი დასახლებით შემოიფარგლება, მაგრამ დროითი მნიშვნელობით ამერიკის შუა დასავლეთის ეს დაბა მთელი სამყაროს ცენტრად იქცევა და ღალატის, სისასტიკის, ამბიციების, ოცნებების, სიყვარულის, ანგარებისა თუ გულგრილობის ისეთივე მარადიულ ამბებს გადმოგვცემს, ნებისმიერი ქვეყნისა და დროის მკითხველისთვისაც რომ არის აქტუალური.
 
სფუნ რივერის ეს პოეტური ქრონიკა უწყვეტად იკითხება და საერთოდაც რომანად იყო ჩაფიქრებული. ედგარ ლი მასტერსის ტექსტი მართლაც სცდება ცალკეული ლექსის შინაარსს, რომელიც გვერდიდან გვერდამდე ახალ-ახალი ფენით ღრმავდება, და მთელი თხრობის განმავლობაში მონუმენტურობას იძენს.
 
ედგარ ლი მასტერსი ანტიკურ საზომებს მიმართავს და ამითაც ხაზი ესმება მის მიერ ასახული თემატიკის მარადიულობას. მაგრამ ამგვარი არჩევანი უფრო კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ლექსი ჟანრის მიხედვითაც არსებითად ეპიტაფიაა, რომელსაც ავტორის ხელმა მეტად მძაფრი, შემზარავი სიახლე შემატა: ყოველი ეპიტაფია იმავე ადამიანის მიერ გადმოიცემა, რომელსაც ეძღვნება და მისი ცხოვრების შესახებ უკიდურესი ტკივილით, გახელებითა და უსასოობით მოგვითხრობს.
 
ინგლისურიდან თარგმნა ქარდა ქარდუხმა