ყიდვა:
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში რაიმეს შეძენა მხოლოდ საიტიდან არის შესაძლებელი.
საიტზე შესაძენად აუცილებელია შემდეგი ეტაპების გავლა:
-
უპირველეს ყოვლისა, გაიარეთ მარტივი ავტორიზაცია.
-
სასურველი ნივთი დაამატეთ თქვენს პირად კალათაში.
-
გადადით კალათაში და შეავსეთ შესაძენად გამოტანილი სპეციალური გრაფები.
-
შესაძენად აუცილებელია ნებისმიერი ბანკის ფუნქციონირებადი Visa ან Mastercard ბარათი.
შენაძენის მიღება.
ჩვენს მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიღების 2 ხერხი არსებობს:
1. თუ შეკვეთისას მიუთითებთ "ოფისიდან გატანას", შენაძენის მიღებას ჩვენს ოფისიში მომდევნო სამუშაო დღის 12:00 საათიდან შეძლებთ. (იმისთვის, რომ შენაძენის გატანა მომდევნო სამუშაო დღეს მოახერხოთ, შეკვეთა 23:59 საათამდე უნდა იყოს შესრულებული).
ჩვენი ოფისის მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 17 ბ.
ოფისიდან შენაძენის გატანა შეგიძლიათ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე.
2. ასევე, შეგიძლიათ შეძენილი ნივთი თქვენთვის სასურველ მისამართზე საკურიერო სერვისის გამოყენებით მიიღოთ.
სამუშაო დღეს, 15:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ მეორე სამუშაო დღის განმავლობაში.
15:00 საათის შემდეგ განხორციელებულ შეკვეთას მიიღებთ მესამე სამუშაო დღის განმავლობაში.
(თბილისში, პარასკევს 15:00 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მიიღებთ სამშაბათს)
შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია.
*რეგიონებში შეკვეთის მიწოდება ხდება მაქსიმუმ 3-4 სამუშაო დღეში.
საკურიერო მომსახურების ფასი თბილისის მასშტაბით - 4 ლარი, ხოლო რეგიონებში 5.5 ლარია.
თბილისში 25, ხოლო რეგიონში 30 ლარზე მეტის ღირებულების წიგნების შეძენის შემთხვევაში საკურიერო სერვისი უფასოა.
ოფისიდან გატანით შეძენილი ნივთი, ჩვენთან მომხმარებელს 6 თვის მანძილზე ენახება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ”კონტაქტის” გვერდს. დაგვიკავშირდით ჩვენი ოფისის ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში, 11:00-დან 18:00საათამდე.
ტელეფონი: 032 250 02 01
ელექტრონული წიგნის შეძენა და გამოყენება:
-
უპირველეს ყოვლისა, გაიარეთ მარტივი ავტორიზაცია.
-
სასურველი ელექტრონული წიგნი დაამატეთ თქვენს პირად კალათაში.
-
ელექტრონული წიგნის შესაძენად აუცილებელია შეხვიდეთ პირად კალათაში და დააჭიროთ "შეკვეთის" ღილაკს
-
შესაძენად აუცილებელია ნებისმიერი ბანკის ფუნქციონირებადი Visa ან Mastercard ბარათი.
1. შეძენილი ელექტრონული წიგნის ნახვა შეგიძლიათ შესყიდვების ისტორიაში, სადაც წიგნის გახსნას და წაკითხვას მოახერხებთ.
2. შეძენილი ელექტრონული სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეძენიდან 6 თვის მანზილზეა შესაძლებელი.
3. შეძენილი ელექტრონული სახელმძღვანელოს წასაკითხად აუცილებელია ინტერნეტთან კავშირი.
4. ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა არ არის შესაძლებელი. წიგნის წაკითხვა მხოლოდ საიტზე, სპეციალური "რიდერის" მეშვეობით შეგიძლიათ.