ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული

ნატო დავითაშვილი

₾ 10.40

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317439
გვერდები 96
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ, რომელსაც უბრალოდ წაიკითხავთ, იქ მოყოლილ ამბავს გაიგებთ და პერსონაჟების ბედით დაინტერესდებით, მერე კი თქვენს კლასელებსა და მეგობრებს უამბობთ. ამ წიგნის ყველა მკითხველი მისი თანაავტორი ხდება და ვინ იცის, იქნებ ჯიბის კაცუნას თავგადასავალი ვერც გაგრძელდეს თქვენი ჩარევის გარეშე, მწვანე კუნძული კი წიგნის ფურცლებიდან საბოლოოდ გაქრეს.
 
ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ამ წიგნის ავტორმა, ნატო დავითაშვილმა, სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული ბავშვი ცხვირსახოცისგან გაკეთებული თოჯინათი გაართო, რომელსაც ჯიბის კაცუნა დაარქვა. შემდეგ ამ ისტორიას წლების მანძილზე თავის მოსწავლეებს უყვებოდა და ისინი ამ მხიარული გმირის შესახებ სახალისო ზღაპრებსა და მოთხრობებს იგონებდნენ და წერდნენ, – ხან ზღვის პირას ათამაშებდნენ, ხან მთებში მიჰყავდათ, ხანაც საჰაერო ბურთით ასეირნებდნენ.
 
ახლა კი მოყოლილი თუ დაწერილი ამბები წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ამ წიგნის ფურცლებიდან ქრება მწვანე კუნძულის შესახებ ჩანაწერები, ჩანაწერებთან ერთად კი სახლები, ცხოველები და ადამიანებიც ქრებიან. მათ დასაბრუნებლად ჯიბის კაცუნას თქვენი დახმარება სჭირდება. მოემზადეთ, იგი ხან მწვანე კუნძულისკენ მიმავალი ცისარტყელას ხიდის აგებას მოგთხოვთ, ხან ნაყინის ფესტივალის ჩატარებას, ხანაც ზღვის ფსკერიდან ნივთების ამოტანას. თუმცა, თუ მეგობრობის, სიყვარულისა და სიკეთის ძალის გჯერათ, და გაკვეთილების შემდეგ საკითხავ წიგნებში მოგზაურობაც გიყვართ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ!