გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941312366 |
გვერდები | 462 |
ფორმატი | 14.50/20.50 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წლების წინ, როცა ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“ პირველად, სრულიად შემთხვევით წავიკითხე, მივხვდი, რომ ახალი, არაჩვეულებრივი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც აუცილებლად ბევრჯერ დამიძახებდა და დამაბრუნებდა თავის ჯადოსნურ წიაღში. ეს არის წიგნი, რომელიც ხელს ჩაგკიდებთ და გამოგზაურებთ ქართული მითოლოგიის ლაბირინთებში, რომელიც თითქოს ასე კარგად ნაცნობი და ამავდროულად, მაინც იდუმალებით მოცულია თითოეული ჩვენგანისთვის. უშრეტი ფანტაზიის წყალობით, მითოლოგიურ პერსონაჟებს ნატო დავითაშვილი ახალ სიცოცხ ლეს სძენს, ჩვენ კი მათი თავგადასავლების მონაწილეებად გვაქცევს და გვიჩენს სურვილს, მათ შესახებ მეტი ვიცოდეთ, გავიგოთ და შევიგრძნოთ ყველა ის ამბავი, რომელიც ლეგენდებად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რომელიც „იროელთა ქრონიკების“ სხვა წიგნებში გველოდება და რომელსაც აუცილებლად მიეცემა გაგრძელება ჩვენს წარმოსახვაში, რადგან ლილე, კოპალა, იახსარი, კაისა, თუთა და სხვა პერსონაჟები აუცილებლად გადაიქცევიან ჩვენს თანამგზავრებად და ჩვენი სათავგადასავლო სიზმრების გმირებად.
„ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს
განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.
ამბავი ლილე იროელისა
₾ 9.00 ₾ 14.95 -40%
ნისლებში და ნისლებს მიღმა
₾ 9.60 ₾ 15.95 -40%
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
₾ 12.00 ₾ 19.95 -40%