გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941317453 |
გვერდები | 260 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ლიტერატურული წახნაგების მესამე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი მწერლიდან, ფიოდორ დოსტოევსკიდან ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სიტყვაძუნწ მწერლამდე, ხორხე ლუის ბორხესამდე. დოსტოევსკი და ტოლსტოი ასრულებენ კლასიკურ ლიტერატურას, მათ ბოლომდე მიიყვანეს რეალიზმის შესაძლებლობები და დასახეს ახალი, მოდერნისტული ლიტერატურის კონტურები, მათ შორის, ცნობიერების ნაკადის პირველსახეობა (ანა კარენინას სიკვდილის ეპიზოდი, დოსტოევსკის შედევრი Кроткая – „თვინიერი“).
დაიწყო მოდერნიზმი, ლიტერატურა შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპულსი, რომელიც ლიტერატურამ მიიღო მეოცე საუკუნეში, იყო მარსელ პრუსტის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი უზარმაზარი ნაშრომი „დაკარგული დროის ძიებაში“. „წახნაგების“ მესამე ტომში თომას მანის მხოლოდ ერთი ნოველაა განხილული, მაგრამ „სიკვდილი ვენეციაში“ ბევრი მწერლის დიდ რომანს გაუტოლდებოდა. უდიდესი მწერალი, ჰერმან ჰესე კი სწორედ თომას მანთან მიმოწერითაა წარმოდგენილი, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ეს მიმოწერაც ბევრი დიდი რომანის ტოლფასია.
განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სკანდალს, რომელმაც შემდეგ კინოშიც გადაინაცვლა: იგულისხმება გენიალური ბერძენი მწერლის,
ნიკოს კაზანძაკისის მრავალ ქვეყანაში აკრძალული შედევრი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. გვერდი არ ავუარეთ მეოცე საუკუნის ლიტერატურის პირმშოს, დისტოპიას, ანტიუტოპიას, რომელიც ჩვენს წიგნში ამ ჟანრის მთავარმა დიდოსტატმა, საუკუნის უდიდესმა ინტელექტუალმა, ოლდოს ჰაქსლიმ წარმოადგინა.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საუკუნის ლიტერატურულ კერპებს, ნობელიატებს: უილიამ ფოლკნერს, იასუნარი კავაბატასა და ალბერ კამიუს. ხოლო მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე საუბარი დავამთავრეთ ნობელის პრემიის ყველაზე უსამართლო გამოტოვებაზე, გენიალურ ხორხე ლუის ბორხესზე.
ჰო და არა
₾ 10.00 ₾ 15.00 -33%
მედეა - თარგმანები
₾ 15.00 ₾ 24.95 -40%
ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში
₾ 18.00 ₾ 25 -28%