მედეა - თარგმანები

ლევან ბერძენიშვილი

₾ 24.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315268
გვერდები 398
ფორმატი 13/20
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

 მედეა, ცნობილი მითოლოგიური გმირი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ მხატვრულ სახედაა აღიარებული. ის დღესაც აგრძელებს თავის ლიტერატურულ სიცოცხლეს და მართლაც, რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული მხატვრული კულტურის სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს მასშტაბით მედეას არაერთი გამორჩეული სახე იქმნება.

 ფართოდ გაზიარებული მოსაზრებით, მედეას ასეთი ყავლგაუსვლელი პოპულარობა განპირობებულია მისი მითოსური ფიგურის კომპლექსურობით, ფიგურისა, რომელიც თავის თავში ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს შეიცავს. მედეას ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული რეპრეზენტაცია, როგორც წესი, კოლხი ასულის პოლარიზებულ ხასიათს წარმოგვიდგენს, რომელიც ისეთ დიამეტრულად საპირისპირო კატეგორიათა შორის ირყევა, როგორებიცაა შვილების მოყვარული და შვილთამკვლელი დედა, „კარგი“ და „ცუდი“ ქალი, ძლევამოსილი ჯადოქარი და ე. წ. პუელლა სიმპლიცა და ა. შ.

 მედეას მხატვრულ ფენომენში ჩასაწვდომად, აწმყოსა და მომავლის მედეათა გასაგებად, დაგვეხმარება ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი და ერთ კრებულში წარმოდგენილი ავტორების პიესები – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.
  ქეთევან ნადარეიშვილი.

წიგნში შესულია მედეასა და არგონავტების მითისადმი მიძღვნილი ტრაგედიები, პოემები, ოდები და ფრაგმენტები (ჰომეროსი, ჰესიოდოსი, პინდაროსი, ჰეროდოტოსი, ევრიპიდე, ნეოფრონი, პუბლიუს ოვიდიუს ნასო, ლუკიუს ანეუს სენეკა, პიერ კორნელი, ჟან ანუი). ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.