აკაკი

აკაკი წერეთელი, ლევან ბებურიშვილი

₾ 49.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513183
გვერდები
ფორმატი 16.5/23.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

საქართველოში ბევრი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე უყვართ, მაგრამ მათგან განსაკუთრებით ხუთს გამოარჩევენ. მათ ხშირად მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ – სიყვარულის, პატივისცემის, მადლიერების ნიშნად. ისეთივე თაყვანისცემითა და მოწიწებით მიმართავენ და თან ისე შინაურულად, როგორც ღმერთს უხმობს ქართველი კაცი.
 
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა... და გალაკტიონი.
 
ეს სახელები ქართული მწერლობის სახედ ვაქციეთ, ჩამონათვალი კი – ერთგვარ ფორმულად. გალაკტიონმა ლექსი ისე დაწერა, რომ ჩამონათვალი დაუსრულებელი დატოვა, მას საკუთარი სახელი არ უხსენებია, თუმცა ლექსი იმგვარად გარითმა, მკითხველს სხვაგვარი დასრულების საშუალება აღარ დაუტოვა.
 
ხუთეული ბევრ იდეას დაედო ბალავრად და ეს პროექტიც ერთ-ერთი ასეთია. სერია ხუთ ტომს აერთიანებს, თითოეული მწერლის რჩეული ნაღვაწი თითო ტომშია ჩატეული. წიგნები იმგვარადაა შედგენილი, რომ სათანადოდ წარმოჩნდეს მათი მოღვაწეობის მასშტაბები და მნიშვნელობა.
 
წიგნში შესულია აკაკი წერეთლის რჩეული ნაწარმოებები.
ტომის შემდგენელ-რედაქტორია ლევან ბებურიშვილი.