ქართული მწერლობა - ნოემბერი #13

სხვადასხვა

₾ 6.00

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 771512 44405711
გვერდები 52
ფორმატი 21x30
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სხვაგვარიც შეიძლებოდა ყოფილიყო ნოემბრის ნომერი, საზეიმოც და სადღესასწაულოც, მაგრამ ასეთი შემადგენლობისა თუ იქნებოდა ისიც, გამარჯვებულ საქართველოში გამოშვებული, ასეთი ახალგაზრდული და ახალი სახელების ნომერი, რადგან ახალი საქართველოც, გამარჯვებული ქვეყანაც, რომელიც ამ ნოემბერს ვერ ვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად გვექნება, ამ ახალი სახელებისაა, ამ მომავლის ადამიანებისა.
 
ჟურნალის ეს ნომერი უმეტესად დებიუტანტების, ახალი ლიტერატორების კუთვნილებაა, ქართველი ახალგაზრდების, მათი, ვინც არ შეეგუება, არ დაყრის ფარ-ხმალს და არ დადებს კალამს ბოროტებასთან ბრძოლაში.
 
თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, ვწერთ, ვბეჭდავთ და ვაქვეყნებთ, გავდივართ ნაღალატევი ქალაქების ქუჩებში აქციებზე, ვიყენებთ სიმართლის სათქმელად ყველა ტრიბუნას, ეთერს და მიკროფონს, მოვუწოდებთ ყველას ერთობისკენ – სკოლებში, უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, არ ვნებდებით, არ ვჩერდებით, არ ვიღლებით!
 
ასეთ დღეებში, როცა გარშემო ნიჰილიზმის შხამს ავრცელებს მტერი, ამ ჟურნალის ერთ-ერთმა საყვარელმა ავტორმაც, ნათია გიორგაძემ მხოლოდ ერთი ლექსი გამოგვიგზავნა და ამ ლექსით გაგვამხნევა, რომ ბევრნი ვართ ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს გასაოცარი ქვეყანა და მის მარცხს არ შევეგუებით.
 
არ შევეგუები
 
ვიქცევი რკინად,
მომედოს ჟანგი,
ღამეებს ვტეხდე და
განგაშს ვტეხდე,
რომ ჩემი მიწის
დამაწყევარმა,
ვერ გაიხაროს ამ ქვეყანაში.
ვიქცევი მეხად (თუმც არ მჩვევია)!
ხმამაღლა, რიხით, ვწერო და გითხრა:
ეს გული შენ ხარ,
არ ვეგუები შენს დაკნინებას,
შენს დამარცხებას,
და გამალებით ბოლომდე ვიბრძვი
და გამალებით ბოლომდე ვფეთქავ!“, – რედაქტორებისგან.
- - -  - - -
 
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
 
  • ნანა ჩარკვიანი, შინდისფერ პასპორტთა რიგი
  • თაკო შუკაკიძე, ლექსები
  • გიორგი მგალობლიშვილი, მარადისობის უცნობი სახე
  • ნინუკა ქოიავა, მე სად მმარხავთ? (ნოველა)
  • საბა თოდუა, ლექსები
  • მარიამ ჭინჭარაული, რეცენზია „ელეგია: ყელსაბამზე“
  • ავსონიუსი, საქორწინო კენტო (მთარგმნელი: გიორგი კახიშვილი)
  • თამარ გეგეშიძე, როცა ალექსი ჭინჭარაულთან წუთისოფელზე ვისაუბრე
  • დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
  • ლაშა მილორავა, dogbreath
  • ლუკა თოდუა, ლექსები
  • ყოველი ნაწარმოები გადაწერაა... | ინტერვიუ ილან სტავანსთან (ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა)
  • გვანცა შუბითიძე, ჰანდკე – უჟმური გენიოსი
 
გარეკანის ბოლო გვერდზე: ელზა გურგენიძის წერილი მაია ცირამუას რომანზე La porta segreta
გარეკანზე: ნანა ჩარკვიანი | Mimi Abintra-ს ფოტო


დიდი ექვთიმე

სხვადასხვა

₾ 15.00 ₾ 35 -57%

Rating details · ratings · reviews