გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487255 |
გვერდები | 590 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ძირს იარაღი!“ ცნობილი ავსტრიელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლის, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბერტა ფონ ზუტნერის ბესტსელერად ქცეული რომანია.
ისტორიას ცოტა, მაგრამ ქალი მშვიდობისმყოფელებიც ახსოვს, თუმცა ბერტა ფონ ზუტნერმა ყველა ნორმა და ჩარჩო დაარღვია, გასცდა ევროპის საზღვრებს და მოიცვა მსოფლიო, როგორც სამშვიდობო იდეების ერთგულმა დმცველმა და მე-19 საუკუნის საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული პოზიციების მიუხედავად, იქცა ავტორიტეტად.
„ძირს იარაღი!“ ზუსტად 130 წლის წინ გამოქვეყნდა და მაშინდელ ევროპაში ომების აბსურდულობისა და მათ მიერ გამოწვეული ადამიანთა ტანჯვის შესახებ მოგვითხრობს. ამ წიგნზე ამბობენ, რომ მან მსოფლიო შეცვალა. არა იმიტომ, რომ ომის ფიზიკურ და მორალურ საშინელებებს აღწერს, და არც იმიტომ, რომ გვაჩვენებს, რა შეიძლება დავმართოთ ჩვენ, ადამიანებმა, საკუთარ თავს. უფრო იმიტომ, რომ ამ საშინელებების წამოწყებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გვიჩენს, მშვიდობაზე და მშვიდობისთვის ფიქრისა და მოქმედებებისკენ გვიბიძგებს.
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
ძირს იარაღი
₾ 11.70 ₾ 17.95 -35%
ქართველებთან და საქართველოში
₾ 7.80 ₾ 11.95 -35%