გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941314353 |
გვერდები | 510 |
ფორმატი | 14.50/20.50 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
პერუელი ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „დეიდა ხულია და ჯღაბნია“ ამ ნაწარმოების პირველი ქართული თარგმანია ორიგინალიდან – აქამდე ქართველი მკითხველი ამ წიგნის მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ გამოცემას იცნობდა.
რომანი თავად მწერლის პროტოტიპის, ახალგაზრდა, მწერლობაზე მეოცნებე კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თვრამეტი წლის ასაკში ოცდათორმეტი წლის ქალი, საკუთარი ბიძის ცოლის და შეუყვარდება და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად არამხოლოდ აღშფოთებულ ნათესავებთან, არამედ, როგორც პერუული კანონების მიხედვით არასრულწლოვანს, ბიუროკრატიულ ბარიერებთანაც უწევს გამკლავება.
საოცარი იუმორით მოთხრობილი ამ უჩვეულო სიყვარულის ამბის პარალელურად კი ახალგაზრდა მწერლის მეგობრის, რადიოსპექტაკლების ავტორის, უცნაური და საინტერესო კაცის, პედრო კამაჩოს მიერ დაწერილი სცენარებიდან ვეცნობით ფრაგმენტებს – ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა მთელი ძალით ვლინდება – პოსტმოდერნისტული შედევრების შექმნის პარალელურად ვარგას ლიოსა ახერხებს „საპნის ოპერებით“ გააჯეროს თხრობა, თანაც ისე, რომ ინტელექტუალი მკითხველიც მოხიბლოს და არც ამ ჟანრის ერთგვარ ბანალურობაზე თქვას უარი.
ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ