მსახურთა შემოდგომა

ნინო ხარატიშვილი

₾ 14.00 ₾ 19.95 -30%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315206
გვერდები 272
ფორმატი 15x21
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მსახურთა შემოდგომა

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ის პიესები, რომლებსაც ქართველი მკითხველი ამ კრებულში წაიკითხავს, გერმანიაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე უკვე დადგმულია და ცნობილია გერმანელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის. ოთხი პიესიდან ერთ-ერთი, „მსახურთა შემოდგომა“, ქართულ სცენაზეც დაიდგა და სამეფო უბნის თეატრის პროგრამის ნაწილია, ასევე მზადდება „ფედრა, ალმოდებულის“ როგორც ქართულ, ისე გერმანულ სცენაზე დადგმაც.
 
ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს. მანამ, სანამ მისი სადებიუტო რომანი, „ჟუჟა“ დაიბეჭდებოდა და გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში მოხვდებოდა, ის გერმანულმა პუბლიკამ სწორედ საავტორო პიესებითა და მათი დადგმებით გაიცნო – 2008 წელს ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი მიიღო წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში „ლივ შტაინისთვის“; ასევე, იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით წლის საუკეთესო დადგმის კატეგორიაში პიესისთვის „აგონია“. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, გიოტინგენში, ზაარბრიუკენსა თუ თბილისში.
 
ამ განსხვავებული ეპოქებისა და შინაარსის, შესაბამისად, სხვადასხვანაირი ენით დაწერილ, ერთმანეთთან ერთი შეხედვით თითქოს სრულიად არაფრით დაკავშირებულ პიესებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – მათი მთავარი
გმირები გამორჩეული ქალები არიან. თითოეული მათგანი დაუვიწყარ სახეს ქმნის და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირების სურვილითა თუ სიყვარულის უნარით გვამახსოვრებს თავს.
 
გერმანულიდან თარგმნეს ნინო ბურდულმა და ანა კორძაია-სამადაშვილმა


ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

₾ 16.00 ₾ 19.95 -20%

Rating details · 131 ratings · 329 reviews