უკრაინული დღეები 2

ბექა ქურხული

₾ 24.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317408
გვერდები 336
ფორმატი 13.50/20
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ბექა ქურხული პარადოქსებით სავსე ადამიანია. ერთი მხრივ ისე, როგორც მის დედას, შესანიშნავ ქართველ მწერალ ლეილა ბეროშვილს უნდოდა, „რაფინირებული ინტელიგენტი“ და განსწავლული ინტელექტუალია, მეორე მხრივ ქართველი მთიელი, ფეთქებადი წარმართი, შარი და ბუნტისთავი. მას განსაცდელის და ხიფათის დროს ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე (მინახავს) და ქუჩაზე გადასვლისას პანიკას ძლივს იკავებს. შეუძლია შეუვალი და მკაცრი იყოს (ესეც მინახავს) და ხანში შესულ ქალს, რომელიც ქუჩაში ვიოლინოზე დაკვრით შოულობს სარჩოს, ყველაფერი მისცეს, რასაც ჯიბეში იპოვის.
 
ერთი რამ არის უდავო – ბექას მწერლური ნიჭი. ამის დასტურად მრავალ ლიტერატურულ პრემიაზე უფრო მისი მრავალრიცხოვანი და მრავალენოვანი მკითხველის სიყვარული მოწმობს.
 
და კიდევ ერთი – ბექა ქურხული შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ შეუძლებელია ტყუოდეს.
 
სულ ეს იყო. დანარჩენს წიგნში წაიკითხავთ“, – გიორგი (გოგა) ჭყონია


ღია კარის ქვეყანა

ბექა ქურხული

₾ 7.50 ₾ 11.50 -35%

Rating details · ratings · reviews