ძმათა მჭამელები

ნიკოს კაზანძაკისი

₾ 34.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317491
გვერდები 420
ფორმატი 13.5/20.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის რომანი „ძმათა მჭამელები“ მოგვითხრობს ტრაგიკულ ძალადობაზე, რომელმაც შთანთქა საბერძნეთის სოფლები 1940-იანი წლების ბოლოს, სამოქალაქო ომის დროს.
 
სიუჟეტი ვითარდება შიმშილისგან დაოსებულ სოფელ კასტელოსში. სოფელს ჯარი აკონტროლებს, მაგრამ ის პარტიზანების ალყაშია მოქცეული. ერთი მხარე ერთგულია ქრისტიანული მრწამსისა და ბრმად ენდობა ზეცას, როგორც ერთადერთ იმედს, ხოლო მეორე მხარე, ანუ კომუნისტური ნაწილი, ეყრდნობა ლენინის დაპირებებს, შექმნას უტოპია დედამიწაზე. 
 
სიკვდილი და ნგრევა კულმინაციას ვნების კვირაში აღწევს. ვითარების ტრაგიკულობა უბიძგებს სოფლის მღვდელ იანაროსს მოქმედებისკენ, დიდი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რათა შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები და მშვიდობა დამყარდეს. მაგრამ მშვიდობის ფასი დიდი იქნება...
 
 ახალი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა