გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941317613 |
გვერდები | 476 |
ფორმატი | 12.50/19 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„და თქვენ რას გაიხსენებთ აღსასრულის მოახლოებისას?
მაგალითისთვის, პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ მომენტს იხსენებს, მამამისმა რომ ყინულის სანახავად წაიყვანა პირველად. თუმცა ის მყისიერი სიკვდილის მოლოდინში იყო. აი, სასიკვდილო სარეცელზე მყოფ არტემიო კრუსს კი ჯერ კიდევ შემორჩა ერთი მუჭა დრო. მას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ კონკრეტული მომენტი გამოარჩიოს –
ის იძულებულია ცხოვრება გაიხსენოს. გასახსენებელი ბევრი აქვს, სასიამოვნოდ მოსაგონი – ცოტა.
„არტემიო კრუსის სიკვდილი“ მექსიკელი მწერლის კარლოს ფუენტესის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი მგონია. რომანის გამოცემიდან მალევე THE NEW YORK TIMES-მა მას „გაბრაზებული ახალგაზრდა მწერალი“ უწოდა და ვფიქრობ, რომ ეს უზუსტესი შეფასებაა. ავტორი გასაოცარი, ზოგჯერ გულის გამაწვრილებელი რეალისტურობით აღწერს ადამიანურ ტრაგედიას, მისი იდეალებისგან სრულად დაცლის პროცესსა და ამ იდეალების სიმდიდრესა თუ ძალაუფლებაში გადახურდავების ამბავს. ადამიანური დრამის პარალელურად კი კარლოს ფუენტესი რევოლუციის შემდგომი მექსიკის ბედ-იღბალზე ჰყვება.
როცა კარლოს ფუენტესი ამ რომანს წერდა, ზუსტად ჩემი ასაკისა იყო.
ასეა: ზოგს „არტემიო კრუსის სიკვდილი“ შეუძლია დაწეროს, ზოგს კი მხოლოდ მასზე ანოტაციის დასაწერად ჰყოფნის გაქანება. ეს უსუსურობა კი გაბრაზებს ადამიანს. თუმცა მხოლოდ ბრაზით ვერ დაწერ ამის მსგავს რომანს. ამისთვის დიდი ოსტატობაა საჭირო.“ – დათო გორგილაძე
რომანი ესპანურიდან თარგმნა ლამარა თურმანიძემ