პოლკოვნიკს არავინ სწერს | ფოთოლცვენა | გენერალი თავის ლაბირინთში
₾ 18.57 ₾ 30.95 -40%
Share on Facebookგამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941317606 |
გვერდები | 580 |
ფორმატი | 12.50/19 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ისე ხდება, რომ საეტაპო (ან იქნებ საკულტო?) რომანების ავტორთა სხვა საოცარი ტექსტები განწირულნი არიან მაგნუმ ოპუსის ჩრდილში ცხოვრებისთვის. იმ ყაიდის მკითხველი, ვისაც დიდი ლიტერატურა უყვარს, მაგრამ უდროობა ფეხსაცმელივით უჭერს, იძულებულია მხოლოდ მქუხარე დასახელების რომანებისთვის მოიცალოს. ესეიგი, თუ ბედმა გაგიღიმა და შენი ხელიდან საუკუნის რომანი გამოდნა, ეს ჯილდოცაა და სასჯელიც.
გაბრიელ გარსია მარკესს სწორედ ასეთი ბედი ეწია. მკითხველთა ჯარი მას „მარტოობის ასი წლის“ ავტორად იცნობს. ამ რომანის სიდიადეში ეჭვი არ შემაქვს, ღმერთმა დამიფაროს. მეტიც, მგონია, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილებს შორის, თუ რომელიმე წიგნისას დაიკვეხნი, ამ წიგნისაც უნდა ახსენო. ერთი ისაა, რომ მისი სხვა შედევრების ნაკლებად პოპულარულობაზე ვდარდობ. იმ ტექსტების, რომლებშიც გაბრიელ გარსია მარკესის ოსტატობა თუ ჯადოსნობაა მიმობნეული.
გარსია მარკესს ასეთი ტექსტი ბევრი აქვს. ამ ბევრიდან სამს ამ კრებულში წარმოგიდგენთ იმის იმედით, რომ მათში იოლად ამოიცნობთ კოლუმბიელის მიერ სიტყვის არა დამორჩილების, არამედ სიტყვისთვის ფრთების შესხმის მომენტებს.
ერთგან თავად უთქვამს ავტორს, „მარტოობის ასი წელი“ მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ხალხს „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ წაეკითხაო. სწორი განზრახვაა. მე არასდროს წამიკითხავს ასეთი ზუსტი, ბასრი და ალესილი მოთხრობა, რომელშიც ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ ამოიკითხავთ; მე არ მეგულება სხვა ისეთი საკითხავი, რომელიც წყალში ამოვლებული ღრუბელივითაა გაჟღენთილი უიმედობით და ამავდროულად ყველაზე იმედიანი ტექსტია. და დასასრული?! ღმერთო ჩემო, ამის მსგავსი დასასრული რომ ოდესმე მომაფიქრებინა, დასაწყისს არ დავუწერ“. – დათო გორგილაძე
რომანები ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ