ვაჟა – მომავლის პოეტი

თამაზ ჩხენკელი

₾ 24.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318078
გვერდები 356
ფორმატი 14.5x20.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ვაჟას შემოქმედება ჯერ არ არის საკადრისად შესწავლილი და შეფასებული. ახალ დროში სულ სხვანაირად იკითხება იგი. ვაჟა განუზომლად ახლოს დგას ჩვენთან, ვიდრე მის თანამედროვეებთან, მაგრამ ჩვენთანაც არ დგას ძალიან ახლოს. ვაჟა-ფშაველა მომავლის პოეტია“, − თამაზ ჩხენკელი, „ვაჟა − მომავლის პოეტი“, 1980 წ.
 
1960-იანი წლებიდან თამაზ ჩხენკელი აქვეყნებდა წერილებს ვაჟა-ფშაველას პოეზიის შესახებ, რომლებიც 1989 წელს ორნაწილიან კვლევად − „წერილები ვაჟაზე“ და „ტრაგიკული ნიღბები“ გამოიცა ერთ კრებულად სათაურით „მშვენიერი მძლევარი“.
 
2009 წელს ასევე დაიბეჭდა კვლევა წიგნად „ტრაგიკული ნიღბები“, რომელსაც ერთვოდა მერაბ ღაღანიძის სტატია „შეხვედრისა და წვდომის გამოცდილება“ თამაზ ჩხენკელის მიერ შესრულებულ კვლევაზე.
 
ამჯერად, გამოკვლევას ვაჟა-ფშაველას პოეზიასა და მის მითოსურ საწყისებზე განახლებული სათაურითა და სტრუქტურით წარმოგიდგენთ გამომცემლობა „ინტელექტი“ სერიით „ინტელექტი სკოლას“.
 
წიგნის დასახელება 1980 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი წერილის სათაურის იდენტურია, ხოლო განახლებულ გამოცემაში წერილების ავტორისეული თანმიმდევრობა შეცვლილია − თავში მოექცა ის სტატიები, რომლებიც მკითხველს საშუალებას აძლევს მრავალმხრივად გაეცნოს ვაჟას, მის პოეტურ საწყისსა და საზრისს. წიგნის მეორე ნაწილში კი, უკვე გარკვეული დამოკიდებულებითა და კონტექსტებით შეიარაღებული, ჩაუღრმავდეს მის მითოსურ სამყაროს. იმედია, ეს მცდელობა მკითხველისთვის მომხიბლავი და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იქნება.