გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313790 |
გვერდები | 208 |
ფორმატი | 15/21 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„როგორც იქნა, ეს დღეც დადგა!" – ასეთი იყო ელფრიდე იელინეკის რეაქცია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პეტერ ჰანდკეს მიენიჭა.
ჰანდკე დამკვირვებელია და არა – ჩასაფრებული მოთვალთვალე, იგი აღმწერია და არა – შემფასებელი: შეუდარებლად თვალმახვილი დამკვირვებელი და გასაოცრად სიტყვამახვილი აღმწერი. თავადვე ამბობს, რომ ნამდვილი ხელოვანის ნაწარმოებში ადამიანმა უნდა შეძლოს ცხოვრების მდინარების შეცნობა, ამგვარი ნაწარმოების შექმნას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სიცოცხლეში, სამჯერ-ოთხჯერ მაინც, თავად გაივლის მეტამორფოზას, და ამ, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულ განსაცდელს გაუმკლავდება.
ჰანდკეს ვრცელი მოთხრობის „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“ მთავარი გმირი მაძიებელია, რომელსაც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნება სურს, რადგან სასურველი ჭეშმარიტებები მისთვის დაფარულია. ის გარბის ავსტრიიდან, თავისი ტრავმირებული ბავშვობიდან, დედის თვითმკვლელობით გაჩენილი უზარმაზარი და აუტანელი სიცარიელიდან და იწყება თავგადასავლებით სავსე ამერიკული მოგზაურობა, რომელიც სინამდვილეში საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა და იმავდროულად საკუთარი თავის გამალებული ძიებაა. მთხრობლის მიერ აღწერილი ყველა ეპიზოდის უკან – როგორც კულისებს მიღმა – სრულიად სხვა, უფრო ღრმად ეგზისტენციალური პრობლემები იმალება და ბევრი დეტალი აშკარად მიგვანიშნებს ცალკეულ მომენტებზე მწერლის ავტობიოგრაფიიდან.
გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში
₾ 8.40 ₾ 12.95 -35%
უსურვილო უბედურება
₾ 6.00 ₾ 11.95 -50%
მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება
₾ 9.50 ₾ 18.95 -50%