გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941513268 |
გვერდები | 128 |
ფორმატი | 13/20 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მსოფლიოში ქართველურ ენებზე დაახლოებით 6 მილიონამდე ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე მეტყველებს. ქართველური ენა-კილოები (ქართული, ლაზურ-მეგრული და სვანური) წარმოადგენენ საქართველოს ძირძველ ენათა ჯგუფს, რომლებიც ძირითადად საქართველოშია გავრცელებული.
ქართული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენაა, შემორჩენილი უძველესი ლიტერატურული ტექსტებითა და წარწერებით. მეგრული ტექსტებისთვისაც ყოველთვის ქართული ანბანი გამოიყენებოდა, რომელიც, როგორც გაზეთის და, საერთოდ, პრესის ენა, 1930 წლიდან 1938 წლამდე ფუნქციონირებდა სამეგრელოში; ამ პერიოდში მეგრული გარკვეული კულტურული ავტონომიით სარგებლობდა. მსგავსი ტრადიცია აფხაზეთის რეგიონში ლაზურის შემთხვევაშიც ვლინდებოდა, ძირითადად 1927-1937 წლებში; დღეს კი თანამედროვე ლაზურისთვის ადაპტირებული ლათინური ანბანი გამოიყენება თურქეთში.
ნაშრომი წარმოგვიდგენს ქართველური ენობრივი სამყაროს მრავალფეროვან სურათს და ახლებურად წარმოაჩენს არაერთ საყურადღებო ასპექტს. წიგნი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
THE KARTVELIAN LANGUAGES
₾ 29.95
КАРТВЕЛЬСКИЕ ЯЗЫКИ
₾ 29.95