საქართველო ევროპულ რუკებზე

გიორგი სორდია

₾ 61.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513336
გვერდები 208
ფორმატი 21/26
გამოცემის თარიღი 2024
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

მინიატიურულ კარტოგრაფიულ ნიმუშებს მსოფლიო გეოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უაღრესად ფასეულია მათზე ასახული ცნობები და ინფორმაცია საქართველოსთან მიმართებითაც. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო კარტოგრაფიული ნიმუშები, საქართველოს გამოსახულებით, სწორედ ამგვარი რუკების სახით არის შემორჩენილი.
 
წინამდებარე წიგნში თავმოყრილია და დეტალურადაა განხილული 1548-1801 წლებში შექმნილი ასზე მეტი ევროპული მინიატიურული რუკა. ეს უნიკალური და იშვიათი მასალა მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, თუ რაოდენ დიდი და მზარდი იყო გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპული საზოგადოების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი. უფრო მეტიც, წარმოდგენილი კარტოგრაფიული მასალა ადასტურებს, რომ ევროპელ გეოგრაფთა, კარტოგრაფთა თუ მოგზაურთა მხრიდან, საქართველო, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ევროპის კონტინენტის ორგანულ ნაწილად აღიქმებოდა. შესაბამისად, უაღრესად დროული და ამავე დროს, სიმბოლურია წიგნის გამოცემა მოცემულ მომენტში, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.