გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941504921 |
გვერდები | 656 |
ფორმატი | 20/29 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„თუ გაინტერესებთ, რა მემკვიდრეობის მატარებელია ქართული გასტრონომია, რით იკვებებოდნენ და რას ამზადებდნენ ყოველდღიურად ჩვენი პაპა-ბებიები თუ უფრო შორეული წინაპრები, ეს წიგნი თქვენთვისაა.
ჩვენ 2016 წელს საქართველოს ყველა კუთხე შემოვიარეთ (სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა; თუმცა, თბილისში მაინც შევძელით აფხაზებთან და ოსებთან შეხვედრა), გამოვკითხეთ ადგილობრივი ოჯახები, უხუცესები და ასაკოვანი ადამიანები; გაიხსენეს და მოგვიყვნენ, რას ამზადებდნენ თვითონ და რას უმზადებდნენ თავად მათ ბავშვობაში. ყველაფერი დეტალურად ჩავიწერეთ, ერთად მოვამზადეთ, ფოტოებიც გადავუღეთ და ერთ წიგნად შევკარით. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, გავეცანით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ მონაცემებსა და კვლევებს ქართული გასტრონომიის შესახებ. აქ ნაპოვნი მნიშვნელოვანი მასალაც ასახულია წიგნში. საბოლოოდ, თქვენს ხელშია ქართული გემოს მემკვიდრეობა – 155 უნიკალური რეცეპტი, ანოტაციებითა და ფოტოებით.“ – ქეთევან პაპავა, არჩილ ზამბახიძე
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51
₾ 24.50 ₾ 34.95 -30%
ქართული გემოს მემკვიდრეობა
₾ 80.00 ₾ 124.95 -36%