ერთი ტანკიც სავკასთვის

ცოტნე ავსაჯანიშვილი

₾ 16.00 ₾ 19.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317279
გვერდები 232
ფორმატი 12.50/19
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ცოტნე ავსაჯანიშვილის ახალ პროზაულ კრებულს „ერთი ტანკიც სავკასთვის“ ახლავს მეტად უცნაური, ვიტყოდი, მშვიდი ტალღოვანი სევდა, სევდის ერთგვარი ვარიაციული ტონალობა, რაც აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ასახულ ტრაგიკომიკურ ამბებს განცდის სიფაქიზის რბილ, ნატიფ, შრიალა ფერებს ანიჭებს.
 
ამ კრებულის ავტორი ლირიკული წყობის მწერალია, რომელიც თვით ბოროტების კარიკატურად ქცეულ ავ პერსონაჟებსაც ერთგვარი ფხიზელი ირონიით აკვირდება. ფხიზელი ირონია ცოტნე ავსაჯანიშვილის სამწერლო სტრატეგიასთან ერთად მოვლენების აღქმის მისეული უნარია, ხედვის რაკურსი, აღქმის ლინზა, საიდანაც თვით უმძიმესი პოლიტიკური კატასტროფების პირობებშიც კი იგრძნობა პიროვნებისადმი გამძაფრებული თანალმობის სურვილი.
 
ამ მოთხრობების სამყარო პიეროს სევდიან მზერაში არეკლილი, გარდატეხილი სხივებისგან დაწნული ამბების ერთიანობაა, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 9 წლის სავკა ციგანკოვას, ექსცენტრული იანკტო პეპერეს, გენერალ ესვანჯიას, მერი მამისაშვილის, ნიკო ვარსიმაშვილის თუ ვაჩესა და კატოს ამბები დიდ, სამყაროს ხელა სევდასთან ერთად, იუმორისა და ირონიის საკმაზსაც მოიყოლებს.
 
ცოტნე ავსაჯანიშვილის ახალ კრებულში, როგორც ხსოვნის ნიჟარაში, ოსტატურად დაწერილი ამბები და ამ ამბების დაუვიწყარი შეგრძნებები ბუდობენ.“ – გუგა მგელაძე