დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი

ზურაბ ქარუმიძე

₾ 13.00 ₾ 20.95 -38%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941311796
გვერდები 288
ფორმატი 15/21
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

 ზურაბ ქარუმიძის რომანში ორი კონტრასტული სიუჟეტი ვითარდება: ერთი მოგვითხრობს ნორვეგიელ პოეტსა და დრამატურგ, დაგნი იუელზე (1867-1901), მშვენიერ და შემოქმედებითად დამუხტულ ქალზე, რომელიც თავგადასავლებით სავსე ცხოვრებამ სრულიად უცხო ქვეყანაში, საბედისწეროდ გადაისროლა. დაგნი იუელი ისეთ გამოჩენილ შემოქმედთა მუზა იყო, როგორებიც არიან: ედვარდ მუნკი, აუგუსტ სტრინდბერგი, გუსტავ ვიგელანდი, ის 1890-იანი წლების ბერლინური ბოჰემის დედოფალი გახლდათ.
 მეორე ამბავი რელიგიური მისტიციზმისა და ეროტიკის ფანტასმაგორიულ ნაზავს წარმოგვიდგენს, სადაც ხელოვნებისა და პოლიტიკის მითოსური ფესვებიც ამოიცნობა. აქ მრავალი კულტურული თემით თამაშის მოწმენი ვხდებით. ერთმანეთს ენაცვლება შამანური პრაქტიკა და ბახის ფუგა, გნოსტიციზმი თუ მოდერნისტული ესთეტიზმი, მაგია თუ ლინგვისტიკა. თემების ეს ნაზავი გამოხატვას ჰპოვებს ეგრეთ წოდებული აღაპის ამბავში, „სიყვარულის ნადიმში“ – სანახევროდ რელიგიურ, სანახევროდ შემოქმედებით აქტში.
 დაუოკებელი ფანტაზია და მახვილი გონება წიგნის თითოეულ გვერდზე ანათებს და ნაპერწკლებს ისვრის. ეს ნაწარმოები უნიკალურია, თუმცა მასა და არაერთ სხვა ტექსტს შორის პარალელის გავლება შეიძლება. მისი თხრობის ფართო პერსპექტივა, შთამბეჭდავი პოეტურობა, ერუდიციის ამოფრქვევები ჟანრობრივ ჩარჩოებს ამსხვრევს“. იჰაბ ჰასანი (აშშ)