
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941440847 |
გვერდები | 136 |
ფორმატი | 12.5x17 |
გამოცემის თარიღი | 2013 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ირაკლი სამსონაძის ყურთბალიში გასული საუკუნის 90-იან წლებზე მოგვითხრობს. იმ დროის ამბებზე, როცა „სიღატაკით გალახულ“ ქვეყანაში დუღს და გადმოდუღს „გაჩინოვნიკებულ-გაქორვაჭრებული“ ცხოვრება. რომანის მთავარი გმირი მწერალია, რომელიც თავს „ყოფილების საზოგადოების“ „ღირსეულ“ წევრად მიიჩნევს და ბოლომდე ვერც ერთ იდეოლოგიას ვერ ეთვისება, რადგან მისი იდეოლოგია ერთი კაცის მრწამსია, რომელსაც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უკარნახოს სხვასთან გაერთიანება.
ახალგაზრდა მწერალმა ირაკლი სამსონაძემ წიგნში „ყურთბალიში“ ბოლო ათი წლის მანძილზე მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ასახა. პირველ პირში მოთხრობილ ამ მცირე რომანში თანმიმდევრულად მოთხრობილ ამბებთან ერთად გადმოცემულია შეგრძნებები, ემოციები... წიგნში ყოველი წვრილმანი ამძაფრებს სიუჟეტს.
საკუთარ სამშობლოში უმიზნოდ და უადგილოდ დარჩენილი გმირები თვალსა და ხელს შუა გამქრალ ფასეულებებს ეძებენ. თუ საქართველოში მოხვედრილი ამერიკელი ან ფრანგი შეგვეკითხება, რა დაგვემართა ქართველებს, უნდა წავიკითხოთ ეს მოთხრობა და მიმხვედრი მიხვდება ცეცხლის კევრი როგორ დატრიალდა (და ეხლაც ტრიალებს) ჩვენს თავს.