გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941513206 |
გვერდები | |
ფორმატი | 16.5/23.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
საქართველოში ბევრი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე უყვართ, მაგრამ მათგან განსაკუთრებით ხუთს გამოარჩევენ. მათ ხშირად მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ – სიყვარულის, პატივისცემის, მადლიერების ნიშნად. ისეთივე თაყვანისცემითა და მოწიწებით მიმართავენ და თან ისე შინაურულად, როგორც ღმერთს უხმობს ქართველი კაცი.
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა... და გალაკტიონი.
ეს სახელები ქართული მწერლობის სახედ ვაქციეთ, ჩამონათვალი კი – ერთგვარ ფორმულად. გალაკტიონმა ლექსი ისე დაწერა, რომ ჩამონათვალი დაუსრულებელი დატოვა, მას საკუთარი სახელი არ უხსენებია, თუმცა ლექსი იმგვარად გარითმა, მკითხველს სხვაგვარი დასრულების საშუალება აღარ დაუტოვა.
ხუთეული ბევრ იდეას დაედო ბალავრად და ეს პროექტიც ერთ-ერთი ასეთია. სერია ხუთ ტომს აერთიანებს, თითოეული მწერლის რჩეული ნაღვაწი თითო ტომშია ჩატეული. წიგნები იმგვარადაა შედგენილი, რომ სათანადოდ წარმოჩნდეს მათი მოღვაწეობის მასშტაბები და მნიშვნელობა.
წიგნში შესულია გალაკტიონ ტაბიძის რჩეული ნაწარმოებები.
ტომის შემდგენელ-რედაქტორია ნათია სიხარულიძე.