კალათა 0
8.90 L
ხიდი ტერაბითიაში

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-941-94-8

გვერდები: 156

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა დავით ბალიაშვილმა


ჯესი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც სკოლა დიდად გულზე არ ეხატება, არც კლასელები გიჟდებიან მასზე. შინაც პრობლემები აქვს – გესლიანი დები, მუდმივი გაჭირვებისა და შრომისგან დღლილი დედ-მამა, სახლის საქმეები… ერთ დღეს ბიჭის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში მისი ახალი კლასელი – ლესლი შემოდის – უცნაურად ჩაცმული, უცნაურ რამეებზე მოსაუბრე გოგო, რომელსაც ყველა აითვალწუნებს, ჯესი კი დაუმეგობრდება. ლესლი ძალიან ჭკვიანია და საოცარი ფანტაზიით გამოირჩევა. ის ჯადოსნურ სამეფოს – ტერაბითიას გამოიგონებს, ჯესის და საკუთარ თავს კი მეფე-დედოფლად გამოაცხადებს. ამ გამოგონილ, საოცარ ქვეყანაში ბავშვები თავიანთი უღიმღამო ყოველდღიურობისგან აფარებენ თავს. ტერაბითიაში არ არიან გაბრაზებული მასწავლებლები, დამცინავი კლასელები, აგრესიული უფროსკლასელები, არც მამები რომლებიც შვილებს სცემენ, არც ბავშვები, რომლებიც განსხვავებულობას დასცინიან…

იხილეთ ასევე