კალათა 0
13.90 L
წყვდიადის მარცხენა ხელი

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-943-05-8

გვერდები: 342

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა ნიკა სამუშიამ


„მოგვიყვებით ვარსკვლავებს შორის მიმოფანტულ სხვა სამყაროებზე, სხვანაირ ადამიანებსა და სხვანაირ სიცოცხლეზე?“ – სწორედ ასე მთავრდება ურსულა ლე გუინის ბრწყინვალე გონებაში შობილი მისტიკური თეთრი ამბავი. და სწორედ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ, შესაძლოა, მართლაც ყველაზე სხვანაირი ადამიანების, სიცოცხლისა და სამყაროს შესახებ კითხულობდი.

ერთი შეხედვით თითქოს მკვდარი, უსიცოცხლო და ყინულის სქელი ფენით დაფარული თოვლიანი პლანეტა ყოველი გვერდის შემდეგ ახალ ფერსა და სურნელს, ახალ განცდებსა და ვნებებს იძენს; ამბავი სიტყვიდან სიტყვამდე ღვივდება და საბოლოოდ ორი რადიკალურად განსხვავებული ცივილიზაციის შეხვედრისა და თანაარსებობის მწვერვალად იქცევა. თუმცა ეს მხოლოდ ნაწარმოების ხორცია, ჩონჩხი კი ამ იდუმალი პლანეტის მითოლოგიაა – კემერინგის აღთქმადადებულთა დიდებული ლეგენდები.


იხილეთ ასევე