გამომცემლობა სხვადასხვა
ISBN 9789941222665
გვერდები 604
ფორმატი 14.50/20
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

წიგნში გადმოცემულია 120 მდე საბჭოური პოლიტპატიმრის, მათ შორის, მრავალი დახვრეტილი ქართველი მწერლის, ლიტერატორის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის სამწუხარო ბედი. ამ ადამიანთა თავგადასავლის კვლევა ეყრდნობა საქართველოს მწერალთა კავშირის არქივის (1917-1990), მისი გასაიდუმლოებული ნაწილის დამუშავებას, რეპრესია გადატანილი მწერლების, მათი ოჯახის წევრების და ნაცნობ მეგობრების მონათხრობს, და მაინც, კვლევას მეტი დამაჯერებლობა შესძინა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მწერალთა საგამოძიებო საქმეების 50 ტომის დამუშაებამ 1991 წელს. პოლიტპატიმარ მწერალთა არასახარბიელო ბედის შესწავლას ეძღვნა თსუ-ს დამთავრებიდან (1952) 2013 წლამდე საქართველოს მწერალთა კავშირის თანამშრომლად (1960-2005წ.წ. მწერალთა ბიბლიოთეკის გამგედ) ნამოღვაწარი მისი წევრის, XX საუკუნის საქართველოს სამწერლო დაჯგუფება-გაერთიანებათა ისტორიის სამი წიგნის ავტორის, „ღირსების ორდენის“ კავალერის (2003), ნიკო ნიკოლაძის (2012) პრემიისა და დავით აღმამშენებლის კონკურსის პრიზის (2013) მფლობელის, „ქართული კულტურის ამაგდარის" (2010) რევაზ კასიანეს ძე კვერენჩხილაძის 100-მდე პუბლიკაცია, მრავალი მოხსენება მწერალთა სასახლეში მის საავტორო „ლიტერატურულ ორშაბათებზე" და საზოგადოება „მემორიალის“ ოთხშაბათობებზე, აგრეთვე წიგნები: „საბუთები ღაღადებენ“ (2011), „რეპრესირებული პოეზია“ (2013) და „წამების გზის“ (წ.1-1999; წ.2-2005) წინამდებარე მეორე შევსებულ-გადამუშავებული, პირველად დასურათებული გამოცემა ორ ტომად.