კალათა 0
%
7.92 L13.90 L
სიგიჟის მთებთან
კალათაში დამატება

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-474-22-4

გვერდები: 286

ფორმატი: 13X20

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნეს გიორგი ხარაიშვილმა და გიორგი ვაჩნაძემ


როდესაც საშინელებათა ჟანრზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ჰ.ფ. ლავკრაფტის სახელი არ ვახსენოთ და იშვიათად თუ აღმოვაჩენთ ამ ჟანრის გამორჩეულ თანამედროვე წარმომადგენელს, რომელსაც საკუთარი შემოქმედების ფესვები პროვიდენსის შეშლილი შვილის ლიტერატურაში არ აქვს გადგმული. „ქთულჰუს ძახილის“ შემდეგ, „სიგიჟის მთებთან“ ლავკრაფტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და, მის მოკლე მოთხრობებით სავსე შემოქმედებაში, ყველაზე ახლოს დგას სრულფასოვანი რომანის სტატუსთან.


კრებულში ასევე შესულია: დანვიჩის საშინელება, აღუწერელი, ქოფაკი, ერიხ ზანის მუსიკა


„სიგიჟის მთებთან“ საშინელებათა ჟანრისა და სამეცნიერო ფანტასტიკის იდეალური კომბინაციაა. მკითხველი უძველეს ცივილიზაციასთან შეხვედრით აღტაცებასაც განიცდის და, ამავე დროს, მთელი არსებით შეიგრძნობს შიშს, როდესაც კაცობრიობის კოსმოსურ უმნიშვნელობას, მეცნიერულ სიღატაკესა და სრული განადგურების შესაძლებლობას აცნობიერებს.


ექსპედიცია ანტარქტიკაში, იმ ხანაში, როდესაც დედამიწის შესახებ ჩვენი ცოდნა გაცილებით შეზღუდული იყო, ახალი აღმოჩენებით, დაკარგული სიცოცხლითა და სიგიჟით არის სავსე - სიგიჟით იმ მთებთან, სადაც დაკარგული ცივილიზაციის საიდუმლოა დაუნჯებული.


იხილეთ ასევე