კალათა 0
%
8.75 L15.90 L
შუშის სასახლე
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474453

გვერდები: 388

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ჟურნალისტისა და მწერლის, ჯანეტ უოლსის ავტობიოგრაფია ნამდვილ, თუმცა დაუჯერებელ თავგადასავალს მოგვითხრობს. ავტორი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ გვიყვება, რომლის წევრებიც თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა ყოველივე ისეთივე რეალურია, როგორც ცეცლის სიმხურვალე ან ყინულის სუსხი.

უოლსების ოჯახის თავგადასავალი უდაბნოში იწყება, დათოვლილ მთებში გამოიწრთობა და ბეტონისა და მინის ჯუნგლებში იყვავილებს. უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში გაზრდილი ოთხი და-ძმა გადარჩენისთვის იბრძვის, მათი პრობლემების მთავარი წყარო კი გამუდმებით მეოცნებე ლოთი მამა და დრამატულად უბედური ხელოვანი დედაა.

მაგრამ უოლსები არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, მოძრაობას განაგრძობენ, გზად კი შუშის სასახლის ნამსხვრევებს ტოვებენ.

,,შუშის სასახლე" ,,ნიუ იორკ ტაიმსის" ბესტსელერთა სიას 260 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. 2017 წელს გაქირავებაში მისი ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ნაომი უოტსი და ვუდი ჰერელსონი არსულებენ.

იხილეთ ასევე