გამომცემლობა | ზვიად კორძაძის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941812583 |
გვერდები | 334 |
ფორმატი | 21,50/15 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ავტორის შესახებ: სერგი ჯაფარიძე (1871-1937) – პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი. ემსხვერპლა 1937 წელს განხორციელებულ სტალინურ რეპრესიებს.
წიგნის შესახებ: სერგი ჯაფარიძის „სავაჭრო სამართალი“ პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტებისათვის 1925 წელს გამოიცა. ავტორის მიზანი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა იყო, სადაც დეტალურად, შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, იქნებოდა განხილული სავაჭრო სამართლის ძირითადი საკითხები. პუბლიკაციაში სერგი ჯაფარიძე საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს იმ პერიოდის ხელისუფალის მიდგომებს სავაჭრო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შესახებ. პირველად ჯაფარიძის პუბლიკაციები 1930 წლის დისკუსიაზე გააკრიტიკეს და საუნივერსიტეტო სწავლებიდან ამოიღეს, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა.
წიგნები ვერ მოიძებნა