სამეურნეო-ადმინისტრატიული სამართალი

სერგი ჯაფარიძე

₾ 22.49 ₾ 29.99 -25%

გამომცემლობა ზვიად კორძაძის გამომცემლობა
ISBN 9789941826962
გვერდები 184
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ავტორის შესახებ

სერგი ჯაფარიძე (1871-1937) – პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი. ემსხვერპლა 1937 წელს განხორციელებულ სტალინურ რეპრესიებს.

 

წიგნის ისტორია

სერგი ჯაფარიძის წიგნი – „სამეურნეო-ადმინისტრატიული სამართალი“, პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტებისათვის 1930 წელს გამოიცა. ავტორის მიზანი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა იყო, რომელშიც დეტალურად, კომპარატივისტული მეთოდის გამოყენებით იქნებოდა განხილული სამეურნეო სამართლის ძირითადი აქტუალური საკითხები.
ამ მონოგრაფიას უკავშირდება XX საუკუნის, კერძოდ, 1930 წლის ოქტომბრის გახმაურებული დისკუსია, სადაც კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი, სწორედ სერგი ჯაფარიძის წიგნი გახლდათ. ეს იყო საბჭოური auto-da-fe, რის შემდეგაც სერგი ჯაფარიძის წიგნები პოლიტიკური ხელისუფალის მიზანმიმართული ზეწოლით „დავიწყებას“ მიეცა და საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში აღარ იყენებდნენ, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა.