სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა (აკრძალული იურიდიული ლიტერატურა, წიგნი III)

გიორგი ნანეიშვილი

₾ 22.49 ₾ 29.99 -25%

გამომცემლობა ზვიად კორძაძის გამომცემლობა
ISBN 9789941812606
გვერდები 204
ფორმატი 21,50/15
გამოცემის თარიღი 2019
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ავტორის შესახებ: გიორგი ნანეიშვილი (1894-1937) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, საქართველოში იურიდიული განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ემსხვერპლა 1937 წელს განხორციელებულ სტალინურ რეპრესიებს.

წიგნის შესახებ: გიორგი ნანეიშვილის მონოგრაფია გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შესაბამისად, საქართველოში) მეორე სადოქტორო დისერტაცია, რომლის საფუძველზედაც ავტორს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამ მონოგრაფიას უკავშირდება XX საუკუნის, კერძოდ, 1930 წლის ოქტომბრის გახმაურებული დისკუსია, სადაც კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი, სწორედ პროფესორ ნანეიშვილის წიგნი გახლდათ. ეს იყო საბჭოური auto-da-fe, რის შემდეგაც გიორგი ნანეიშვილის წიგნი პოლიტიკური ხელისუფალის მიზანმიმართული ზეწოლით „დავიწყებას“ მიეცა, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა