ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ

ზაზა აბზიანიზე

₾ 8.63 ₾ 11.50 -25%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-31-093-5
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჩემს ახალგაზრდობაში ერთი სახლი იყო – მხოლოდღა მწერალთა ოჯახებით „დაკომპლექტებული“. ხუმრობით გამიფიქრებია ამ იდეს განვრცობაზე: სართულები ჟანრების მიხედვით რომ გადნაწილებულიყო... სწორედ მაგ სახლს ვგულისხმობ, როდესაც ვწერ „ლიტერატურულ ბობოლებზე“, რომელთაც თავისი პირველი პოეტისათვის უფრო იოლად გაიმეტეს საფლავი აკაკის გვერდით, ვიდრე ბინა თავის სამეზობლოში, სწორედ მთაწმინდის სიახლოვეს...“. ცხადია, „ბობოლების“ გარდა, იქ, უბრალოდ, კარგი მწერლებიც ცხოვრებდნენ, რომელთაც ვახსენებ კიდეც ჩემს წიგნში...
 
 
ოღონდ, გარეკანზე გამოსახული შენობა – „ის“ სახლი არ არის! თუმცა, მთლადვ ჩვეულებრივი სახლიც არაა: აქ მკითხველებიც ცხოვრობენ, მწერლებიც და მათი პერსონაჟებიც: „და განა ვინგინდავინ ან ყველავინმე? – არა, სულ ნარჩევი, დარბაისელი ხალხი!“ („ნატვრის ხიდან“ „ვისესხე“ ეს დაუვიწყარი დახასიათება).
 
 
და კიდევ – „ჩვენი“ სახლის სახურავიდან, კარგ ამინდში, მყინვარწვერიც მოჩანს, კავკასიონიც – მის კალთას შეფარებული ჩარგალითა და სტეფანწმინდით და, რაღა თქმა უნდა – ქართული ოლიმპიც, იმ მითოლოგიური ნისლის გარეშე, ასე საგულდაგულოდ რომ გვიმალავს ხოლმე იქაურ ბინადართა ფიგურებს...