გამომცემლობა
ISBN 9789941259128
გვერდები 400
ფორმატი 14.5/20
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

კითხველო, მოკრძალებით წარმოგიდგენთ წიგნს, რომლი თაც კიდევ ერთი „დამწყები“ ახალბედა ცდილობს გზა გაიკვალოს ათასგვარი დაბრკოლებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე სამწერ ლობო მომავლისკენ. მარიამ ცერცვაძის რომანი „ქამელეონი“ პირველი გვერდიდანვე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და თუ მოთმინება გეყოფათ – რა ხდება მომდევნო გვერდებზე – გმირის მომდევნო „თავგადასავლებში“ – გირჩევთ გამოიჩინოთ მოთმინება, მოთმინება და კიდევ მოთმინება, რათა თქვენც გახდეთ მონაწილე ზრდასრულობაში ახალფეხშედგ მული ყმაწვილი ქალისა, რომლის ბედი ბედისმწერლებმა უცნაურად „გაარიგეს“ – მის სუსტ მხრებზე შემოდეს, თითქოს, ათასი ადამიანის ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ მას, მატერიალური ყოფითი ბედ ნიერებანი თავზესაყრელად აქვს, ბუნებამ დააკლო, აართვა მთავარი ბედნიერებანი... თუ რა − ამას გაიგებთ და გაითავისებთ თანდათან, ახალ-ახალი პიროვნებების ნაწარმოებში დიდი სიფრთხილით შე მოსვლასთან ერთად. მთავარი გმირი, ანაბელი, თითქოს ბუნებისგან განყენებული და სხვა სამყაროში გაჩენილი ინდივიდია; მისი დაბადების საიდუმლოც თითქმის, ბოლომდე გამოუცნობია. ის, დღევანდელი რე ალური ცხოვრების გადასახედიდან, სრულიად ამოვარდნილია თანა ტოლთა ზოგადი განსხვავებულია მეგობართა წრიდან, ცხოვრობს, თითქმის, ჩაკეტილ ფიქრებში და მოჯადოებულ, გაურღვეველ წრეში და ეშინია საყრდენი წერტილის დაკარგვის...