პიკნიკი გზის პირას

არკადი და ბორის სტრუგაცკები

₾ 7.10 ₾ 12.90 -45%

Rating details · 33002 ratings · 63324 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 978-9941-467-68-4
გვერდები 242
ფორმატი 13.5x20
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

თარგმნა დათო ქარდავამ


ძმები სტრუგაცკების მაგნუმ ოპუსი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, „პიკნიკი გზის პირას“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა ვინმეს თუ მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს.

მათ, ვინც ყველაფრით რისკავენ, რათა ზონაში იპოვონ თავისუფლება, უკან დაბრუნებულებმა კი მოპოვებული არტეფაქტები შავ ბაზარზე გაყიდონ, სტალკერები ჰქვიათ. სწორედ ერთ-ერთი მათგანის ისტორიაა „პიკნიკი გზის პირას“.


„ზონა მახეების რთული სისტემაა. ყოველი მათგანი მომაკვდინებელია. არ ვიცი, რა ხდება, როდესაც აქ ადამიანები არ არიან, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ყველაფერი მოძრაობას იწყებს...” - "სტალკერი" (ანდრეი ტარკოვსკი, 1979)

ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა თუ ვინმეს მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს.

მათ, ვინც ყველაფრით რისკავენ, რათა ზონაში იპოვონ თავისუფლება, უკან დაბრუნებულებმა კი მოპოვებული არტეფაქტები შავ ბაზარზე გაყიდონ, სტალკერები ჰქვიათ. სწორედ ერთ-ერთი მათგანის ისტორიაა "პიკნიკი გზის პირას".

მთარგმნელი: დათო ქარდავა
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი