2 რომანი

პატრიკ მოდიანო

₾ 8.40 ₾ 14.00 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-466-64-9
გვერდები 212
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ფრანგულიდან თარგმნეს დალია იაშვილმა და ეკატერინე ენუქიძემ

 

„უცნობი ქალი“ და „პატარა სამკაული “ პატრიკ მოდიანოს გახმაურებული რომანებია. მათ ბევრი საერთოც აქვთ, უპირველესად კი – ქალის ბედისწერა, თავგადასავალი, რომელიც სამყაროს ფემინური ნაწილის უზუსტეს შრეებზე, ნაცნობ თუ უცნობ სიღრმეებზე მიგვანიშნებს.

 

„უცნობი ქალი“ სამი ქალის მონოლოგისგან შედგება. სამივე გმირი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, თხრობისას კი საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს. თავად პატრიკ მოდიანო წერს: „გასაგებია, რომ სამივე მათგანი წარსულს იხსენებს. თუმცა არავინ იცის, სად იმყოფებიან ისინი ამჟამად – როცა ამ წარსულზე ყვებიან, –  რა მოხდა ამ ისტორიების შემდეგ, რისი გადალახვა მოუწიათ... გაუგებარია, საიდან ისმის ეს ხმები – ერთდროულად ასე შორეულიც და ახლობელიც... და რაც უფრო შეუძლებელია მათი დაკავშირება მათსავე აწმყოსთან, ან მომავალ ბედთან,  მით უფრო ცხადი ხდება – ეს მონათხრობები ერთგვარი ყინულის ნატეხებია, რომლებიც ხან ფანტაზიის, ხან კი სიზმრების მორევში წრეზე ცურავენ...“

 

„პატარა სამკაული“ – ასე შეარქვეს რომანის გმირს ბავშვობაში, ახლა კი ის 18 წლისაა და ხმაურიან მეტროში შემთხვევით გადააწყდება დედას, რომელიც ათი წლის წინ მაროკოში დაიღუპა... ეს შეხვედრა  საბედისწერო მომენტია ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში, რომელიც წარსულის გახსენებით მომავლის იდეას ეხება.