კალათა 0
%
8.20 L14.90 L
ორშაბათი იწყება შაბათს
კალათაში დამატება

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-944-88-8

გვერდები: 320

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა ვასილ გულეურმა


ფანტასტი ძმების ვრცელი ბიბლიოგრაფიიდან საუკეთესოს შერჩევა გაძნელდება და, ალბათ, არც არის საჭირო – გემოვნებაზე, მოგეხსენებათ, არ დავობენ, მაგრამ „ორშაბათი იწყება შაბათს“ ოთხ-ხუთ, განსაკუთრებით წარმატებულ ნაწარმოებს შორისაა და ფანტასტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს – ამას თავგადაკლული სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ. ძალიან კეთილი და სასაცილო ზღაპარი – ლეგენდარული „НИИЧАВО“-ს – ჯადოქრობისა და მისნობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზღაპრული ყოველდღიურობა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გმირები, ფეიერვერკული იუმორი, დინამიკური სიუჟეტი, გასული საუკუნის სამოციანი წლების შუაგულში დაწერილი ვრცელი მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არც იმდროინდელ სოციალურ სატირას დაუკარგავს სიმწვავე – დღესაც აქტუალურია. ორიგინალი კარგად მიგნებული, მახვილგონივრული ალუზიებითა და კალამბურებითაა დახუნძლული.

იხილეთ ასევე