კალათა 0
17.90 L
მხევლის წიგნი
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-467-89-9

გვერდები: 424

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: მაგარი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა ანი კოპალიანმა


წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან… სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან და-ყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსა-ზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნში“.


„მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს…


იხილეთ ასევე