კალათა 0
-32%
6.80 L10.00 L
მე პაოლო ვარ
კალათაში დამატება

კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა

გამომცემლობა: არტანუჯი

ISBN: 978-9941-463-75-4

გვერდები: 152

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად
ავსებს.
 
 
„ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ“, – წერდა 1916 წელს პაოლო იაშვილი ცისფერყანწელთა მანიფესტში. საუბედუროდ, ეს მხოლოდ პოეტურ თქმად არ დარჩენილა: 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქართველი ერის ცნობიერებაში 22 ივლისი პაოლოს უკვდავების დღეა და სიმბოლოც წითელი ტერორისა.
 
 
„მე პაოლო ვარ“ აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს ცისფერყანწელთა შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) ერთგვარი გაგრძელებაა.


იხილეთ ასევე