
გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789994055081 |
გვერდები | 86 |
ფორმატი | 14.8/21 |
გამოცემის თარიღი | 2008 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
1924 წლის აგვისტოში, თბილისის უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, 27 წლის დანიელ ფიფია, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ბოლშევიკებმა სრულიად უდანაშაულოდ დახვრიტეს. ნაშრომი „მასალები მეგრულ-ქართული ლექსიკონისათვის“ რამდენიმე წლის წინ იპოვეს. წინამდებარე ლექსიკონი წარმოადგენს გადამუშავებულ, რედაქტირებულ შრომას. ამასთან, დადგენილია განუმარტავ სიტყვათა მნიშვნელობა და ვარიანტებიც კი. მკითხველს საშუალება ეძლევა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ერთ-ერთ საინტერესო გამოცემას შეავლოს თვალი, სხვა ლექსიკონებში აღუნუსხველი, ძველქართული ლექსიკის შემამკობელი სიტყვები გაიაზროს და ახალი მარგალიტები ამოკრიფოს ქართული ენის უღრმესი შრეებიდან.