კალათა 0
%
9.30 L16.90 L
მარადისობის აღსასრული
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474552

გვერდები: 320

ფორმატი: ინფორმაცია არ არის

გამოცემის თარიღი: 2019

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


აიზეკ აზიმოვის „მარადისობის აღსასრული“ მწერლის ერთ-ერთი პოპულარული და გამორჩეული რომანია. წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკაა, იგი 1955 წელს გამოიცა და დღემდე უდიდესი სიყვარულითა და თაყვანისცემით სარგებლობს ჟანრის მოყვარულებში. 
„მარადისობის აღსასრული“ დროის ფენომენისა და დროში მოგზაურობის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს. ნაწარმოებში აღწერილია მომავალი, რომელშიც კაცობრიობამ, დროში მოგზაურობის მეშვეობით, დროის მიღმა დააარსა მარადისობა – ორგანიზაცია, რომელშიც მარადიულები მუშაობენ – სპეციალურად მომზადებულ მეცნიერთა და ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლის დანიშნულება დროზე დაკვირვება და საჭირო ჩარევებით კაცობრიობის ბედის გაუმჯობესებაა. კაცობრიობის ბედნიერებას მარადიულები მცირე ჩარევების მეშვეობით აღწევენ – სულ პატარა ჭანჭიკის გადაადგილებამ, უმნიშვნელო ადამიანის გაქრობამ, ჩაშლილმა შეხვედრამ, დაუგეგმავმა მოვლენამ ხომ შეიძლება კაცობრიობის ისტორიას ომები და კატასტროფები ააცილოს თავიდან. მაგრამ ჩარევებს ბევრი რამ ეწირება და,რა თქმა უნდა, გარდაუვალია დიდი დილემებიც. 
„მარადისობის აღსასრულის“ ყოველ თავში სუნთქვის შემკვრელი მოულოდნელობა, სიუჟეტის წარმოუდგენელი შემობრუნება გელოდებათ – სწორედ ეს მოულოდნელობები ქმნის აიზეკ აზიმოვის განუმეორებელ ხელწერას.

იხილეთ ასევე