კალათა 0
12.90 L
მანკიერი თესლი
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-467-98-1

გვერდები: 288

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა ქეთი ჩართოლანმა


ჟანრულ ლიტერატურას მკითხველის შეშინების უამრავი მეთოდი აქვს. მონსტრები ათასგვარ სახეს იღებენ და მათი მრავალფეროვნება მხოლოდ ავტორის წარმოსახვით არის შეზღუდული. თუმცა, შიში ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც მისი წყარო არა გროტესკთან და აბსოლუტურ ბოროტებასთან, არამედ უმანკოებასთან და უცოდველობასთან არის დაკავშირებული.


უილიამ მარჩის რომანი განსაკუთრებით სულისშემძვრელი იქნება მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარი შვილის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას ყოველდღიურად აკვირდებიან. რა მოხდება თუ სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდის მიუხედავად, ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი აქვს, მანკიერი თესლი, რომელსაც კეთილგანწყობილი გარემოთი ვერ შეცვლი და ადრე თუ გვიან საშინელი ფორმით გამოვლინდება. ეს კითხვა ავტორმა საკუთარ თავს ორმოცდაათიან წლებში დაუსვა, პასუხი კი მკითხველისთვის მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 1954 წელს გახდა ცნობილი. „მანკიერი თესლი“ არა მხოლოდ თავისი დროისთვის იყო კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული, არამედ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა გავლენა. ამაზე ბროდვეიზე დადგმული შოუ, ოსკარზე ნომინირებული ფილმი, თუ მისი გავლენით დაწერილი ათობით რომანი მეტყველებს.


იხილეთ ასევე