
გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941494192 |
გვერდები | 222 |
ფორმატი | 14/20 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მას ანთრო ჰქვია და გვარად ადამიაა. ანთროპოსია და ადამიანია. ანთროპოს ანთროპოსია, ანუ ადამიან ადამიანი, როგორც ჰყმბერტ ჰუმბერტი. ერთი კაცია და ორი ადამიანი. ცოტა იცოცხლა, მაგრამ გრძელი გზა გაიარა - ძალიან გრძელი გზა გაიარა, სანამ თავი იპოვა. ორივე მშობლისათვის პირველი სიყვარულის ნაყოფი იყო. მუსიკის კაცი იყო. მორჩილი იყო. ოცი წლის წავიდა. მასში თავი მოიყარა ევროპული ცივილიზაციის ორმა ბორცვმა, აკროპოლისმა და გოლგოთამ. რატომ ანთრო და რატომ ადამია? ჩვენთვის პირველი ბერძნული სამყაროს სახელია, მეორე - ქრისტიანულის. ამ პატარა რომანში ტექტონური ძვრაა. აქ ერთ სხეულში ერთმანეთს შეხვდა ორი ცივილიზაცია, ანტიკური და ქრისტიანული. ავტორი შემთხვევით არ ახსენებს ნეოპლატონიზმს: ანტიკურობისა და ქრისტიანობის, პლასტიკისა და ზნეობის, პლატონისა და მაცხოვრის ერთმანეთთან შერიგებას - ჩემი წარმოდგენით, იდეალური ქართველობის ყველაზე უკეთეს ახსნას. ანთრო ადამიამ თავის თავთან უფლება მოიპოვა ეთქვა "მე ცისფერი ვარ" და თავისსავე ფერში დაინთქა, ზღვაში დაიკარგა, როდესაც მოყვასის გადარჩენას ცდილობდა.
ლევან ბერძენიშვილი