კალათა 0
6.95 L
კურთხეულ იყვნენ უცხონი _ ისლამური და დასავლური თვალთახედვა

კატეგორია: კრიტიკა/ესეისტიკა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 9789941482175

გვერდები: 56

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


შტეფან ვაიდნერი (1967) ცნობილი გერმანელი ისლამოლოგი, კულტურფილოსოფოსი, მწერალი და მთარგმნელია. იგი ხშირად აქვეყნებს სტატიებს ისეთ ცნობილ გერმანულ გამოცემებში, როგორიცაა ფრანკფურტერ ალგემეინე ცაიტუნგი და ზუდდოიჩე ცაიტუნგი.

არაბული პოეზიის შტეფან ვაიდნერისეული გერმანული თარგმანები მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს. იგი, როგორც მწერალი და მთარგმნელი, არაერთი მნიშვნელოვანი სალიტერატურო პრემიის მფლობელია. მისი ტექსტები თარგმნილია არაბულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, სპარსულ, პოლონურ, ჩეხურ და რუსულ ენებზე.

წინამდებარე ესეი წარმოადგენს ღრმა რეფლექსიას ადამიანის სამყაროსგან გაუცხოების და, ზოგადად, უცხოობის ფენომენისა და უცხოს ხატსახის შესახებ. ავტორი ამ თემის გარშემო ერთმანეთს ადარებს ისლამურ და დასავლურ თვალთახედვას, მოაქვს ნიმუშები სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის პოეზიიდან და მისტიკური ტექსტებიდან. ირკვევა, რომ უცხოობის განცდა ადამიანის ძირითადი მდგომარეობაა, მაგრამ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება მისი გადალახვა ან თუნდაც მისი დროებით დაძლევა?


გერმანულიდან თარგმნა ლანა მჟავიამ

რედაქტორი: თამთა გრიგოლია

იხილეთ ასევე