გურული დღიურები _ წიგნი მესამე

გიორგი კეკელიძე

₾ 7.00 ₾ 7.00 -0%

Rating details · 3 ratings · 11 reviews

გამომცემლობა სიესტა
ISBN 9789941443893
გვერდები 50
ფორმატი 17.5X11.5
გამოცემის თარიღი 2017
ყდა
სტატუსი არ არის გაყიდვაში

"გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ: პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს. გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოჰკრავ (წაჰკრავ, გამოჰკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე. სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში, საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს. ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი. სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე, სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი იდგა რუსეთ-საქართველოს ომამდე. გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ. თვალის ჩაპაჭუნებაც. გურია „სიცოცხლის სამოსახლოა“, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს : „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“. ასე დავიწყოთ"... გიორგი კეკელიძე