გამომცემლობა | |
---|---|
ISBN | 9789941482748 |
გვერდები | 300 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ახალგაზრდა კაცი ხვდება ზღაპრულ ქალაქში, სადაც ყველაფერი ხიბლავს. ის გაიცნობს უმშვენიერეს გოგონას და ერთი ნახვით შეუყვარდება. თუმცა, მისი ამ ქალაქში ჩასვლის მთავარი მიზანი ავადმყოფი მამის გადარჩენაა. ამის გამო თავის სინდისთან ბევრ კომპრომისზე მოუწევს წასვლა — შესაძლოა, დანაშაულზეც კი. ის შემთხვევით პოულობს საქაღალდეს, რომელშიც დაზიანებულ ხელნაწერს აღმოაჩენს. სხვისი ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლის კითხვით გატაცებულს, დროებით საკუთარი პრობლემებიც კი დაავიწყდება. მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება....
როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება? გაუმართლებს და ისევ შეხვდება თავის სატრფოს? იხსნის მამას? გააკეთებს სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს? ამ კითხვებზე პასუხთან ერთად მკითხველი კიდევ ერთხელ გახდება მოწმე იმ მარადიულ ფასეულობათა შორის დაპირისპირებისა და ჭიდილისა, როგორებიცაა: ერთგულება და ღალატი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, შური და უანგარობა, პატივმოყვარეობა და თავმდაბლობა. სეუჟეტთა სიმძაფრე, გარკვეულწილად, დაკავშირებულია იმ მოულოდნელ დამთხვევებთან, რომლებსაც რომანის ფურცლებზე არცთუ იშვიათად შევხვდებით.