ემა

ჯეინ ოსტინი

₾ 10.95 ₾ 19.90 -45%

Rating details · 568060 ratings · 959306 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 978-9941-467-22-6
გვერდები 668
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნა ანა მაყაშვილმა


ეს მეცხრამეტე საუკუნის კლასიკა გახლავთ. ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რევოლუციური წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო არაერთ ფემინისტურ მანიფესტს. ჯეინ ოსტინმა პირველმა გაბედა და ამ წიგნით თამამად ისაუბრა ქალის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, რომლისთვისაც ქმრისა და ქორწინების გარეშეც შეეძლო მიეღწია. ემა მდიდარი არისტოკრატი გახლავთ, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს განათლება მიიღოს, სრული დამოუკიდებლობა მოიპოვოს და გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ, თავად მიიღოს.

ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მასში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების სიკეთეებს და ლამის უკვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და დარდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას - ძალიამ მოსიყვარულე, თვინიერ კაცს - ორი ქალიშვილი ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდასცვლოდა, რომ ემას მისი ალერსი ბუნდოვნად თუ ახსოვდა, მისი ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა - არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და უფრო მეგობარი ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდელი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, მაგრამ ემა - გამორჩეულად. ამ ორის სიახლოვე დებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს თავისი დამყოლი ბუნება არ აძლევდა სიმკაცრის საშუალებას; მას მერე კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაჰბარდა, ის და ემა ერთგული მეგობრებივით ცხოვრობდნენ და ორმხრივი გრძნობები აკავშირებდათ. ემა მის ტეილორს აზრს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მის მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეც სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და საჭიროზე უკეთესი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამიტომ მხოლოდ თავის ჭკუაზე დადიოდა. ეს არასახარბიელო გარემოება მის არაერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბედურების წყაროს ოდნავაც არ წარმოადგენდა

გადარჩენილი

მაიკლ პუნკე

₾ 12.00 ₾ 20.00 -40%

Rating details · 35770 ratings · 63744 reviews

წინ მარადისობაა !

ოთარ ჭილაძე

₾ 2.40 ₾ 4.00 -40%

Rating details · 10 ratings · 23 reviews