დროა

დოქტორ ჯი

₾ 9.95 ₾ 11.95 -17%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312052
გვერდები 246
ფორმატი 20/13,50
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდბი სისხლიან რეჟიმს უპირისპირდებიან. ხალხის დასაშინებლად გამიზნული ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებები შიშის ნაცვლად საყოველთაო ზიზღსა და პროტესტს იწვევს. რაც მეტად ცდილობს რეჯიმი თავის ეკლიან მარწუხებში მოაქციონ თავისუფლებისთვის მებრძოლნი, მით მეტ დაპირისპირებას აწყდება საზოგადოების მხრიდნ. მიუხედავად მოქალაქეთა არნახული ერთსულოვნებისა, ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას. მოსახლეობაც, რევოლუციის გარდა, სხვა გზა არ დარჩენია, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის მრავალი ცნობილი სახე მონაწილეობს, რომლებიც პირადულზე წინ საზოგადოებრვს აყენებენ, რასაც ხელისუფლება სისხლიანი რეპრესიებით პასუხობს.

ბრძოლის ეპიცენტრი კაიროს თაჰრირის მოედანია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ბნელი და ნათელი ძალები  ერთს მოაქვს სიღატაკე, უსამართლობა და უპერსპექტივობა, მეორეს  თავისუფლება და მომავლის იმედი. პოლიტიკურ მოვლენათა შუაგულში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ეგვიპტის ცნობილ კურორტზე მეგობარ გოგონასთან ერთად დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელსაც ბედისწერა ათასგვარ განსაცდელს უმზადებს. პოლიტიკური დრამის ფონზე რომანი მოგვითხრობს სიყვარულზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე  იმ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობაზე, რომელთა გაქრობა ან, თუნდაც, გახუნება არ ძალუძს ჩვენს ეპოქაში ასე ძალუმად მოჭარბებულ ეგოიზმს, მომხვეჭელობას, პრაგმატიზმსა და მერკანტილიზმს.