კალათა 0
5.00 L
დედა ენა

კატეგორია: პოეზია

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941467707

გვერდები: 66

ფორმატი: 12.5x17

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თუკი არსებობს კითხვითი წინადადება, არსებობს კითხვითი წიგნიც. პაატა შამუგიას „დედა ენა“ კითხვითი წიგნია. მასზე პასუხები კი მკითხველის თავშია დამარხული (დღედმდე მეორედ მოსლვისა).


პაატა შამუგია ფიქრობს, რომ ლიტერატურა არაა ცნობარი, მასში პასუხები რომ მოიძიო. მას უფრო მომხიბლავ მისიას აკისრებს – კითხვების დასმის ექსკლუზიურ უფლებას. ქართველმა მკითხველმა იცის, რომ ამ ავტორს უყვარს პასუხების დასმა და კითხვების გაცემა. ამიტომაც მის ენობრივ თამაშებში, ირონიულ ციტირებასა თუ კლასიკური წიგნების დეკონსტრუქციაში ხშირად ესთეტიკური მახეა დაგებული.


პაატა შამუგია „თავს აფარებს პირველი პირის ნაცვალსახელის მხოლობითი რიცხვის ავატარს“. სინამდვილეში, მრავლობითი რიცხვი უფრო შეეფერება, რადგან ის არ არსებობს, ჩვენი პროექციაა, ავტორის კრებითი სიმბოლო.


პაატა შამუგია ფიქრობს, რომ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად იქნება.


იხილეთ ასევე